ბინამო

როგორ ვმუშაობთ

ბინამო შუამავალია ბინის მყიდველსა და მესაკუთრეს შორის. ქვემოთ აღწერილია, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი.

მყიდველისთვის

მოგვწერეთ, როგორ ბინას ეძებთ თბილისში: მიუთითეთ უბანი და ბიუჯეტი დოლარში. ძიება ბინამოს ბაზასა და სხვა უძრავი ქონების საიტებზე მიმდინარეობს.

ვარიანტები ბინამოს გვერდებზე გამოჩნდება. დეტალების ან ნახვის დროის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ტელეფონით ან WhatsApp-ით. გიპასუხებთ ბინამოს გუნდი; WhatsApp-ის ღილაკი ვარიანტის ბმულს შეტყობინებაში დაამატებს.

აგენტი გიპასუხებთ კითხვებზე და დაგეხმარებათ ბინის დათვალიერების დაგეგმვაში.

აქტუალობის შემოწმება

ბინას მესაკუთრე ყიდის და ის ნებისმიერ დროს შეიძლება გაიყიდოს, ამიტომ binamo.ge‑ზე ნაჩვენები ბინა შეიძლება უკვე გაყიდული იყოს.

თუ ბოლო 72 საათში გადავამოწმეთ, რომ მესაკუთრის თავდაპირველი განცხადება ისევ აქტიურია, განცხადების გვერდზე ეწერება „აქტუალობა გადამოწმდა“ და შემოწმების თარიღი. ეს ნიშნავს, რომ იმ დღეს განცხადება ჯერ კიდევ აქტიური იყო, და არა იმას, რომ ბინა დღესაც თავისუფალია.

მესაკუთრისთვის

თუ ბინას ყიდით და გსურთ, რომ ის binamo.ge‑ზე გამოჩნდეს, დაგვიკავშირდით.

თქვენი თანხმობის გარეშე განცხადებას არ განვათავსებთ.

განცხადების გვერდზე ჩანს უბანი და ქუჩა, მდებარეობა რუკაზე, ფოტოები, ფასი და მახასიათებლები, ასევე თქვენი აღწერა — ტელეფონის ნომრების გარეშე. თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი არ ჩანს: მყიდველები ბინამოს უკავშირდებიან.

საკომისიოს იხდით მხოლოდ მაშინ, თუ ბინას ბინამოს მეშვეობით მოსული მყიდველი იყიდის. საკომისიოს ოდენობაზე წინასწარ გთანხმდებით.

თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ: გახსენით ჩვენგან მიღებული ბმული და დააჭირეთ ღილაკს „თანხმობის გაუქმება“, ან დაგვირეკეთ. განცხადებას binamo.ge‑დან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა მოვხსნით.

თუ binamo.ge‑ზე თქვენს ბინას ხედავთ და მისი მოხსნა გსურთ, დაგვირეკეთ — მოვხსნით არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

ბინამოს აგენტი
თორნიკე
ტელეფონი
599 06 77 63

ბოლო განახლება: